Saturday, October 7, 2017

ტრენინგის მე-9 დღე

2017 წლის 9 სექტემბრიდან 7 ოქტომბრის ჩათვლით გავიარე ინტელის ტრენინგი ქეთი ცერაძის ხელმძღვანელობით.
  ვისწავლე პროექტის მომზადება თანამედროვე  ტექნოლოგიების გამოყენებით.
  ბოლო შეხვედრაზე ტრენინგი დავიწყეთ გამეორებით.დავათვალიერეთ პროექტის პორტფოლიო.თითოეულმა ჩვენგანმა მოვახდინეთ საკუთარი პროექტების პრეზენტაცია.განსაკუთრებით  მომეწონა ქვენატკოცის საჯარო სკოლის მასწავლებლის როლანდ ხარაზიშვილის პროექტი  მინი ფერმა,სადაც კარგად ჩანს პრობლემა და მისი განხორციელების გზები.
 ტრენინგზე მიღებული ცოდნა ჩემთვის მნიშვნელოვანი და სასარგებლოა.იგი დამეხმარება ყოველდღიურ პედაგოგიურ პრაქტიკაში.
 დიდი მადლობა  ქალბატონ ქეთის  გაწეული მუშაობისთვის.

Sunday, October 1, 2017

მე -8 დღე

როგორც  ყოველთვის  გავიმეორეთ წინა დღის მასალა.შევქმენით  ფასილიტაციის  ნიმუში და შევინახეთ დამხმარეში. მოვაწესრიგეთ პროექტის პორტფოლიო. ავტვირთეთ საქაღალდე დრაივში.მივანიჭეთ მისამართი და გადავიტანეთ ბლოგზე.დღე იყო მეტად გადატვირთული  და საინტერესო.